2017 წლის 22 დეკემბერს 14:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №26, VII სართული, საპრეზენტაციო დარბაზი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სადისერტაციო საბჭოს სხდომაზე დოქტორანტი გოგი ჯიქია დაიცავს დისერტაციას თემაზე: „მდინარე ალაზანზე მიკრობიოლოგიური და ანთროპოგენური სტრესფაქტორების გავლენის შესწავლა თევზ მურწას მაგალითზე და მისი ეკოტოქსიკოლოგიური შეფასება“.
სამეცნიერო ხელმძღვანელები: ზაურ ლომთათიძე - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; მარინე ნიკოლაიშვილი - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
ოფიციალური რეცენზენტები: ნუგზარ ალექსიძე - ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და ნონა მიქაია - ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი, სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დისერტაციის გაცნობა შესაძლებელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.