სიახლეები

მემორანდუმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან

2021 წლის 2 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა ჯემალ გამახარიამ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის ორ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

 

ინსტიტუციებს შორის გაფორმებული მემორანდუმები გულისხმობს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთან დაკავშირებულ სამშვიდობო პოლიტიკურ, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებაში ერთობლივ მონაწილეობას; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, თანამშრომლობასა და შესაბამისი პროექტების ერთობლივ განხორციელებას; ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში უნივერსიტეტის სტუდენტთა სტაჟირების სისტემატურ ორგანიზებას, მათ შემდგომ დასაქმებაში ხელშეწყობის პერსპექტივით.

 

აღსანიშნავია, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის იმთავითვე მჭიდრო ურთიერთობები არსებობს.

 

ხელმოწერის პროცედურას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტო გალერეა