სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინოვაციებისა და ელექტრონული სერვისების მართვის ცენტრის ძირითადი საქმიანობაა, სასწავლო პროცესის ავტომატიზება მისივე ბაზაზე შექმნილი პროგრამული პროდუქტის Studlab ელექტრონული სისტემის გამოყენებით, სსუ-ს ოფიციალური ვებგვერდის პროგრამულ მხარდაჭერა და ასევე ახალი პრიორიტეტების განსაზღვრა, მათი ციფრული იმპლემენტაცია.
2020 წელს ცენტრის პროგრამისტებმა სსუ-ს სტუდენტებისთვის შექმნეს საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკისა და მობაილბანკის საშუალებით სწავლის საფასურის გადახდის აპლიკაცია.
ამჯერად შემოთავაზებულია ახალი სერვისი – ლიცენზირებული მინიაპლიკაცია Android-პლატფორმისთვის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიახლეებისთვის. Google Play Store-დან ყველა დაინტერესებული მომხმარებელი მარტივად შეძლებს მის გადმოწერას.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინოვაციებისა და ელექტრონული სერვისების მართვის ცენტრი მუდმივად ზრუნავს ჩვენი უნივერსიტეტელებისა და მისი გულშემატკივრების კომფორტის შექმნაზე.