news

რექტორ ზურაბ ხონელიძის წიგნი ბულგარულ ენაზე ითარგმნა

2022 წლის 6 ოქტომბერს ახალი ბულგარული უნივერსიტეტის (ქ. სოფია, ბულგარეთი) საკონფერენციო დარბაზში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის თავმჯდომარის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის სამენოვანი წიგნის – „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ – პრეზენტაცია შედგა. ამავე დროს, რექტორმა წაიკითხა საჯარო ლექცია, რომელშიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და მისია გამოკვეთა.

 

ღონისძიება გახსნა ახალი ბულგარული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა პლამენ დოინოვმა, რომელმაც სსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე უნივერსიტეტის საპატიო სიგელითა და მედლით დააჯილდოვა.

 

– განათლებამეცნიერება და ახალგაზრდობა – ეს არის ტრიადარომელზეც გადის პრობლემის მოგვარების ხაზი, – აღნიშნა რექტორმაპროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, – მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეში არ არსებობს თაობათა შორის კონფლიქტიორი ცნების – უნივერსიტეტისა და დიპლომატიის გაერთიანებამ – ახალი პარადიგმა წარმოშვაკონფლიქტის მოგვარებას ურთიერთობათა გზების ძიება სჭირდებამეცნიერებისა და დიპლომატიის გაერთიანებამ ერთი მიზნისკენ მიმართული საუნივერსიტეტო დიპლომატია შექმნარამაც მრავალი ქვეყნის დაინტერესება გამოიწვიაწიგნი არაერთ ენაზე ითარგმნებაპოლონურადთურქულადსაიდანაც ჩამოვედი კიდეც ამ შეხვედრაზერას აკეთებს დღეს უნივერსიტეტიიგი თვალ-ყურს ადევნებს მოვლენებსმარტივად რომ ვთქვათუნივერსიტეტი ჩამორჩა დროსჩვენი აზრითგამოკვეთილი არ არის უნივერსიტეტის მისიამშვიდობას ალტერნატივა არა აქვსმშვიდობის გარეშე თვით სიცოცხლეც არ იარსებებსუნივერსიტეტის მისია მშვიდობის დამკვიდრებაში უნდა მდგომარეობდესროცა ვამბობთრომ საგარეო ორიენტირი აგვარებს კონფლიქტებსძალიან ვცდებითმაგალითისთვისსაბერძნეთი და თურქეთი ერთი ბლოკის წევრები არიანთუმცა კონფლიქტს ვერ აგვარებენამისთვის სისტემური მიდგომაა საჭიროუნივერსიტეტი უნდა იქცეს კონფლიქტების მოგვარების ფლაგმანადმინდა გაგიმხილოთრომ ოქტომბრის ბოლოს სსუ-ში დიდი შეხვედრა იქნებარომელიც ვერსად შედგებოდასაუნივერსიტეტო სივრცის გარდასაქართველოში 12 სახელმწიფო უნივერსიტეტიამაგრამ მხოლოდ ერთი – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია ქვეყნის ბედის თანაზიარიეს არ იყო ქართულ-აფხაზურიან ქართველებსა და აფხაზებს შორის წამოჭრილი კონფლიქტიუნივერსიტეტი ჩაერთო კონფლიქტში და გაიხლიჩაამას სხვა სტრუქტურების გახლეჩაც მოჰყვათუკი ვინმეს შეუძლია დღეს ხიდად იქცეს ქართველსა და აფხაზს შორისეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიაზოგჯერ ამბობენრომ საქართველო დერეფანიარაც მცდარი შეხედულებაასაქართველო ხიდია.

 

ზურაბ ხონელიძის საჯარო ლექციამ დამსწრეთა დიდი ინტერესი გამოიწვიამასპინძლებმა – ბულგარელმა კოლეგამასევე დარბაზში მსხდომმა უცხოელმა მეცნიერებმა არაერთი კითხვა დაუსვეს მომხსენებელსრაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მადლობა გადაუხადა ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში 2016-2021 წლებში, ქალბატონ დესისლავა ივანოვას, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ბულგარეთში, ქალბატონ თამარ ლილუაშვილს, რომელიც პრეზენტაციას ესწრებოდა. განსაკუთრებულად გამოხატა ბატონმა ზურაბმა მასპინძელი უნივერსიტეტისა და მისი რექტორის, პლამენ დოინოვისადმი კეთილგანწყობა და მეგობრული დამოკიდებულება.

ბატონი ზურაბის წიგნის წარდგინებას ესწრებოდნენ ახალი ბულგარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები და სტუდენტები.

 

საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის ქალბატონი ივანა პეტკოვას მიერ ბულგარულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ზ. ხონელიძის წიგნის პირველი ნაწილი – „საუნივერსიტეტო დიპლომატია“.

 

რობერტ მესხი,

სსუ საგამომცემლო ჯგუფის უფროსი,

გაზეთ „სოხუმის უნივერსიტეტის“ რედაქტორი

Photo gallery