news

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის online-ღია კარის დღე გაიმართა

2020 წლის 2 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითუფროსკლასელთა და აბიტურიენტთათვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის online-ღია კარის დღე გაიმართა.

 მონაწილეებს მიესალმა სსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელიასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძერომელმაც ხაზი გაუსვა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეშიმან აღნიშნარომ უნივერსიტეტი წარმატებით უმკლავდება ყველა გამოწვევასმათ შორის წარმატებულად მართავს სასწავლო პროცესს ონლაინ-სივრცეში და, ამასთან ერთადიზრდება უნივერსიტეტის საერთაშორისო კონტაქტებირაც აძლევს შესანიშნავ საშუალებას სსუ- პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს აქტიურად ჩართული იყვნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესებში.

 სსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ მონაწილეებს დიდი მადლობა გადაუხადა აქტიურობისა და გამოხმაურებისათვის. მან მოკლედ ისაუბრა ფაკულტეტის ისტორიაზე. აღნიშნა, რომ ფაკულტეტი აერთიანებს ორ მსხვილ – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა – მიმართულებებს. პროფესორმა ნ. კეკელიამ აუდიტორიას გააცნო ახლადშექმნილი ფაკულტეტის მნიშვნელობა და აქტუალობა. მან ისაუბრა ფაკულტეტის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. აბიტურიენტებს გააცნო ფაკულტეტის ძირითადი მიზნები და ამ მიზნების განხორციელების გზები. ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, რომ ფაკულტეტზე წარმატებულად მოქმედებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრმები. მისი თქმით, ფაკულტეტი სტუდენტებს სთავაზობს სტუდენტებს მაღალი დონის პროგრამებისა და კურსების ფართო არჩევანს და აძლევს მათ ინტერდისციპლინური განათლების მიღების შესაძლებლობას; ქმნის სწავლის, კვლევისა და თვითგანვითარებისათვის მიმზიდველ გარემოს სტუდენტების ჩართვით საზოგადოებრივ და სამეცნიერო საქმიანობაში.

 ონლაინ-ღია კარის მონაწილეებს მიესალმნენ ფაკულტეტის სტუდენტები: ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტიფაკულტეტის სტუდენტთა თვითმმართველობის თავჯდომარე ქრისტინე ბუსკივაძე და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის წარჩინებული სტუდენტი ბესარიონ ანჯაფარიძე

 აბიტურიენტებს მიესალმნენ ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები:

გია ფოჩხუა – საქართველოს ბანკის ცენტრალიზებული ბექ-ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, გამოყენებითი მათემატიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი;

ხათუნა ჩარგაზია – ფიზიკა-მათემატიკის დოქტორიშავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ილიაუნის მოწვეული პროფესორი, ლია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;

აშშ-ში მოღვაწე წარმატებული ქართველებიფაკულტეტის კურსდამთავრებულები:

ფრიდონ შუბითიძე – ინჟინერიის სკოლის პროფესორი და ელექტრომაგნიტური ჯგუფის დირექტორითეიერის საინჟინრო სკოლა დარტმუსის კოლეჯი;

ირმა შამათავა – მეცნიერებათა დოქტორიდარტმუსის კოლეჯის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელითეიერის საინჟინრო სკოლაკონპანია „White River Technology“-ის (აშშ) უფროსი ფიზიკოსი; „ჩაძირული სხეულების სენსირების ტექნოლოგიები და კონსულტაციები“- დამფუძნებელი (თბილისი).

 საბაკალავრო პროგრამების შესახებ სტუმრებს ესაუბნენ პროფესორები ზურაბ ლომთათიძეთემურ ჩილაჩავა, მელორ ალფენიძე, ასოცირებული პროფესორი ირმა ცომაია. პროფესორმა თემურ ჩილაჩავამ აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ურჩია მათი არჩევანი უმაღლესი განათლების მისაღებად იყოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 ონლაინ-ღია კარის დღეზე სიტყვით გამოვიდა ქ. ზუგდიდის „ჯიჯი გიმნაზიის“ ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი ოთარ გუგუჩია.

 შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. აბიტურიენტები დაინტერესდნენ უნივერსიტეტთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხებით,

 online-ღია კარის დღის შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქ. თბილისის 52 (დირექტორი ნანი გიორგაძე), რუსთავის 21 (დირექტორი ნინო გავაშელი), ქ. თბილისის 85 (დირექტორი გელა ჭანტურია) საჯარო სკოლების, ქ. თბილისის კერძო სკოლა „აისი“-ის (დირექტორი იანა ტორჩინავა), ქ. თბილისის 108 საჯარო სკოლის (დირექტორი მაია მღვდელაძე), ქ. ზუგდიდის „ჯიჯი გიმნაზიის“ (დირექტორი ნინო ჭიჭინაძე), ქ. ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის (დირექტორი მანანა ნაჭყებია), ქ. ზუგდიდის ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის 11 საჯარო სკოლის (დირექტორი მზევინარ გელანტია), აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის №1 საჯარო სკოლის (დირექტორი ხათუნა ფიფია), გამსახურდიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. ძველი აბაშის საჯარო სკოლის (დირექტორი რევაზ კორძახია) წარმომადგენლები.

Photo gallery