სიახლეები

საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების  დისემინაცია და  განათლების თანამედროვე პარადიგმები

მიმდინარე წელს სოხუმის სახელმიწფო უნივერსიტეტი საზეიმოდ აღნიშნავს  უნი­ვერ­სი­ტეტის დაარსების 90 წლის იუბილეს. აღნიშნულ თარიღს არაერთი ღო­ნი­ს­ძი­ება მიეძღვნა, მათ შორის საერთაშორისო, ეროვნული და საუნივერსიტეტო კო­ნ­ფ­ე­რე­ნციები, მრგვალი მაგიდა, სე­მინარები, საპატიო დოქტორების არჩევა და ა. შ.  უნი­ვე­რ­სიტეტის საიუბილეო ღონის­ძი­ე­ბა­თა ციკლს კიდევ ერთი აქტივობა - სამეცნიერო პრა­ქტიკული ხასიათის კონფერენცია საე­რ­თა­შო­რისო საგანმანათლებლო პროექტების  დისემინაცია და განათლების თანამედროვე პარა­დიგმები გაიმართა. კონფერენცია 2022 წლის 1 აგვისტოს გაიხსნა, რომელიც სამეცნიერო კვლე­ვებისა და განვითარების დეპარ­ტა­მე­ნტის,  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა  და მულ­ტი­კულტურული განათ­ლე­ბი­სა და კულტურის კვლევების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვი­თა­რების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფ. ლია ახალაძემ, რომელმაც აღ­ნი­შ­ნა, რომ  საე­რ­თა­შორისო საგანმა­ნა­თ­ლე­ბლო პროექტების იდეების გავრცელება და განა­თ­ლე­ბის თა­ნა­მე­დ­როვე პარადიგმების კო­ნფერენცია სოხუმის სახელმწიფო უნივერ­სი­ტე­ტმა  უკვე ტრა­დი­ციად აქცია და  ზოგჯერ საერთაშორისო ჩა­რ­თ­უ­ლობით, ზოგჯერ ეროვნულ დო­ნე­ზე ყო­ვე­ლ­წ­ლი­უ­რად    ტარდება. ეს შეხვედრები,  ხელს უწყობს სამეც­ნი­ერო აზრისა და პრაქტიკული საქ­მი­ა­ნო­ბის  მაგალითების გაზიარებას, აკა­დე­მი­უ­რი პერსონალისა და უნივერსიტეტების თანამ­შ­რომლობითი ურთიერთობების გა­ფა­რ­თო­ებას, სკოლებისა და უნივერსიტეტების დაახ­ლოებას, საერთო ღი­რე­ბუ­ლე­ბებზე კონცე­ტ­რირე­ბას და რაც მთავარია, ახალი, ინოვაციური საგანმანათლებლო იდეების გავრცელებას. მომხსენებლებს მიესალმნენ და წარმატებები უსუ­რ­ვეს სსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ასოც. პროფ.  ნინო თოფურიძემ და განა­თ­ლე­ბის მე­ც­ნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილმა.

საგულისხმოა, რომ კონფერენციის მთავარ მომხსენებლებს შორის იყო განათლების დო­ქტორი, პროფესორი, ესტონეთის განათლების სამინისტროსა და  ფონდ „ინოვეს“ ექსპე­რ­ტი, ენე სილვია სარვი, რომელმაც მონაწილეებს  ესტონური გამოცდილება, გაკვე­თი­ლე­ბი და პროგნოზები გააცნო. კონფერენციაზე მუშაობდა სამი სექცია: ევროპული და ამერიკული სა­გა­ნ­­მა­ნა­თ­ლე­ბლო პროექტების დისემინაცია - მოდერატორები: თამარ შინჯიაშვილი და მაია ფი­რჩხაძე;  მეორე სექციის მოხსენებები მთლიანად ეხებოდა ადრეული/სკოლამდელი გა­ნა­თ­ლე­ბის და   ინკლუზიური განათლების (უსაფ­რ­თ­ხოება, ურთიერთობა,  საგანმა­ნა­თლებლო პრო­ცე­სი, შეფასება)  - მოდერატორები: ნანა მაკარაძე და ლალი ახალაძე;  პე­და­გოგიკისა და სწა­ვ­ლე­ბის მე­თო­დიკის სექცია - მოდერატორები: გულნაზ ხუხუა, ლევან ჯინჯიხაძე, თეიმურაზ ორმოცაძე.  

კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყო სოხუმის სახელმწიფო უნი­ვე­რ­სი­ტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუ­ს­თა­ვე­ლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე - ჯავახეთის სა­ხე­ლ­მწიფო უნი­ვე­რ­სი­ტე­ტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი, მასწავ­ლე­ბე­ლ­თა პროფ­ე­სიული განვითარების ცენტრი, ა(ა)იპ ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება’’,  საჯარო სკოლების მა­სწავლებლები და ა. შ.

კონფერენციის შემაჯამებელ შეხვედრაზე აღ­ინი­შ­ნა, წარმოდგენილი მოხსენებების აქ­ტუ­ლობა,  მაღალი აკადემიური და პრაქტიკული მნიშვნელობა, როგორც საუნივერსიტეტო, ასევე სასკოლო განათლების განვითარებისთვის.  მოხსენებათა მოკლე ში­ნა­ა­რ­სე­ბი გან­თა­ვ­ს­დე­ბა უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. 

კონფერენციის პროგრამა იხილეთ აქ: აერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტების დისემინაცია და განათლების თანამედროვე პარადიგმები

ფოტო გალერეა