სიახლეები

სამუშაო შეხვედრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

            ევროპის აკადემიურ ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2020 წლის 30 ივლისს გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა. უნივერსიტეტის სტუმრებმა წარმოადგინეს სასწავლო პრაქტიკასთან დაკავშირებული მათი სამუშაო-სასწავლო გეგმა, რომლის განხორციელებაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იგეგმება.

            რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე მიესალმა შეხვედრის მონაწილეებს, ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობას ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში, მის მისიას და სიახლეებისაკენ მუდმივი ლტოლვის სურვილს. სსუ-სა და ეაც-ს თანამშრომლობის ინტერესები სწორედ ზემოაღნიშნული მიმართულების ფარგლებში უნდა იყოს თანხვედრაში, შენიშნა რექტორმა.

            ცენტრის ხელმძღვანელის ეთერ სანაიას თქმით, მისი ორგანიზაცია ამ თანამშრომლობისათვის მზადაა.

            წარმოდგენილი გეგმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს და მოსაზრებები გამოთქვეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნინო თოფურიძემ, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ირმა დიხამინჯიამ, აკადემიური საბჭოს წევრმა კობა ბასილაიამ და ევროპის აკადემიური ცენტრის ტრენერებმა: გიორგი ნავროზაშვილმა, სალომე ოდიშარიამ, მედეა ზურაბიშვილმა, თამარ ავალიანმა, ირმა ბრელიძემ და მენეჯერმა ლიზი ქაჩიბაიამ.

ფოტო გალერეა