სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგესალმებათ და გილოცავთ ჩვენს უნივერსიტეტში ჩარიცხვას. მოხარული ვართ, რომ თქვენი სახით კიდევ უფრო გაძლიერდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთიანი ოჯახი!
გაცნობებთ, რომ სოხუმის ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხვის უფლება მოპოვებულთა რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა ამ წლის 18 სექტემბრის 17 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციისათვის თქვენს მიერ წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
1. პირადობის მოწმობა (ასლი);
2. წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის;
3. საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა (ნოტარიალურად დამოწმებული ატესტატის ასლი);
4. სამი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ ვერსიასთან ერთად;
5. თანხის გადახდის ქვითარი (ასლი). აბიტურიენტს თანხის გადახდა შეუძლია ნებისმიერ ბანკში:
საბანკო რეკვიზიტები: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 7 0904 7289
შესაძლებელია, ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხვის უფლება მოპოვებულთა, ნაწილი კოვიდ-პანდემიის გამო, საკარანტინო ზონასა ან თვითიზოლაციაში იმყოფებოდეს. მათ ვთხოვთ, შესაბამისი განცხადებით მოგვმართონ ელექტრონულ მისამართზე: info@sou.edu.ge , ხოლო რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები კი წარმოადგინონ არა უგვიანეს ამა წლის 15 ოქტომბრისა.
დამატებითი ინფორმაციისა და კითხვებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:
577 17 07 40 ; 2 54 14 26
გისურვებთ წარმატებებს და, შეგახსენებთ, რომ სწავლას ვიწყებთ ონლაინ-რეჟიმში 21 სექტემბერს!