2021 წლის
26 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ასოცირებული პროფესორ ლია ახალაძის სსუ-ს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის,
რექტორ ზურაბ ხონელიძისადმი წარდგენილი შუამდგომლობის საფუძველზე თურქეთის საისტორიო საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრს, სამსუნის 19 მაისის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორს,
ისტორიის დოქტორ იბრაჰიმ თელიოღლუსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორს, ისტორიის დოქტორ როინ ყავრელიშვილს ქართულ-თურქული სამეცნიერო ურთიერთობების
განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული
წვლილისთვის სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.