მსოფლიო უკვე 22-ე წელიწადია, რაც იუნესკო-ს მიერ 1999 წელს ქ. ბუდაპეშტში (უნგრეთი)
დადგენილ მნიშვნელოვან დღეს – 10 ნოემბერს – მშვიდობისა და განვითარებისათვის მეცნიერების მსოფლიო დღეს – აღნიშნავს. მეცნიერთა ამ პროფესიულ დღესასწაულს, ბუნებრივია,
საქართველოშიც ზეიმობენ .
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ამ დღესთან, 2021 წლის 10 ნოემბერს,
ჩვენი უნივერსიტეტისა და რექტორისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: რექტორი,
პროფესორი ზურაბ ხონელიძე პოლიტოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის საქართველოს
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით დააჯილდოვა.
ვულოცავთ ბატონ
ზურაბს ჩვენი ქვეყნის მთავარი სამეცნიერო ორგანიზაციის ამ მნიშვნელოვან ჯილდოს!