სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ დააჯილდოვა

 

მსოფლიო უკვე 22-ე წელიწადია, რაც იუნესკო-ს მიერ 1999 წელს ქ. ბუდაპეშტში (უნგრეთი) დადგენილ მნიშვნელოვან დღეს – 10 ნოემბერს – მშვიდობისა და განვითარებისათვის მეცნიერების მსოფლიო დღეს – აღნიშნავს. მეცნიერთა ამ პროფესიულ დღესასწაულს, ბუნებრივია, საქართველოშიც ზეიმობენ .

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ამ დღესთან, 2021 წლის 10 ნოემბერს, ჩვენი უნივერსიტეტისა და რექტორისათვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე პოლიტოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

 

ვულოცავთ ბატონ ზურაბს ჩვენი ქვეყნის მთავარი სამეცნიერო ორგანიზაციის ამ მნიშვნელოვან ჯილდოს!

ფოტო გალერეა