სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა
ზურაბ ხონელიძემ ბულგარელ ხალხს მოგილოცოთ სახელმწიფო დღესასწაული – 24 მაისი – ბულგარეთში
განმანათლებლობის, კულტურისა და სლავური დამწერლობის დღე მიულოცა:
-
ძველი
ბულგარული ენა, როგორც ფიქრის ინსტრუმენტი;
-
ანბანი,
როგორც თვითმყოფადი ეთნიკური კულტურის საწყისი;
-
ბულგარული
დამწერლობა, როგორც ფიქრის გასაგნების წინაპირობა, ის საუკეთესო, ღრმა კულტურულ-ისტორიული,
სულიერი ფასეულობებია, რომელთა კავშირმა წმინდანი
ძმების კირილისა და მეთოდის მიერ შექმნილი გლაგოლიცური, ხოლო მე-9 საუკუნის ბოლოს კირილეული
ანბანის საფუძველზე, ძველი ბულგარული საერთო სლავური ენა გახადა, ბულგარეთი კი,
სლავურენოვანი სამყაროს კულტურისა და დამწერლობის ცენტრად აქცია.
საქართველოში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი
და ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, სადაც ისწავლება ბულგარული ენა და რაოდენ სიმბოლურია,
რომ სალექციო კურსს უძღვება ნეოდორ გეროვის
თანამოქალაქე, პლოვდივის უნივერსიტეტის
პროფესორი, მაღალი პროფესიული ნიშნით გამორჩეული, ქალბატონი ივანა პეტკოვა.
ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ
სახელმწიფო დღესასწაული – განმანათლებლობის, კულტურისა და სლავური დამწერლობის დღე!
გისურვოთ ამ რთულ პერიოდში ჯანმრთელობა და შემდგომი წარმატებები“.