სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლატვიის ელჩი ეწვია

2020 წლის 22 მაისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ხონელიძეს მეგობრული ვიზიტით საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, მისი აღმატებულება, ქალბატონი ინგრიდა ლავრენცე ესტუმრა.

 მხარეებმა COVID-19-ს პანდემიის პირობებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამუშაო პირობების შესახებ ისაუბრეს. ხაზი გაესვა იმას, რომ ჩვენი უმაღლესი სასწავლებელი ღირსეულად უმკლავდება არსებულ გამოწვევას და წარმატებით ახორციელებს სასწავლო პროცესს ონლაინ-რეჟიმში. როგორც ბატონმა რექტორმა აღნიშნა, ყოველი კრიზისი შეიძლება ახალი წინსვლის საფუძველი გახდეს და ვცდილობთ, ის საკუთარი თავის დამარცხების გარეშე დავძლიოთ, უნივერსიტეტმა ამ ვითარებაში ახალი გამოცდილება შეიძინა, რომელიც აუცილებლად ჩვენი მომავალი წარმატების საწინდარი გახდება.

 ქალბატონი ინგრიდა დაინტერესდა საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ, რომლის თაობაზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღო მისი ავტორის – რექტორ ზურაბ ხონელიძისაგან. აღინიშნა, რომ ამ ახალ პარადიგმაში უნივერსიტეტის ახალი, მანამდე სრულიად გამოუყენებელ, მაგრამ ძალიან პერსპექტიულ სოციო-კულტურულ როლზეა საუბარი.

 ლატვიის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა დიპლომატიაში ამ ახალი მიდგომის აქტუალურობას და აღნიშნა, რომ ლატვიის საელჩო უმასპინძლებს საუნივერსიტეტო დიპლომატიის შესახებ ზ. ხონელიძის ახალი წიგნის პრეზენტაციას, რომელზედაც ეპატიჟება საქართველოში აკრედიტირებულ ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს.

ფოტო გალერეა