2022 წლია 22
ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ინიციატივით, ტრადიციულად, მეშვიდედ ჩატარდა სტუდენტთა
ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - ჟამთააღმწერელი VII – 2022.
კონფერენცია გახსნა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო
კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის
უფროსმა ასოც. პროფ. ლია ახალაძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა
რექტორი პროფ. ზურაბ ხონელიძე, რომელმაც
ხაზი გაუსვა სტუდენტური კონფერენციების მნიშვნელობას და როლს ახალგაზრდა თაობის
მეცნიერული კვლევა-ძიებით დაინტერესების, ქვეყნის მომავლისა და საზოგადოების
განვითარებისთვის. სტუდენტებს წარმატებული სამუშაო დღე უსურვეს სსუ ადმინისტრაციის
ხელმძღვანელმა ასოც. პროფ ნინო თოფურიძემ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის
უფროსმა ასოც. პროფ. რომეო გალდავამ, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა,
ასოც. პროფ. თამარ შინჯიაშვილმა, მუდმივმა პროფესორმა ზურაბ პაპასქირმა, ასოცირებულმა პროფესორებმა იზოლდა
ბუხულეიშვილმა, თეიმურაზ ორმოცაძემ,
ლევან ჯინჯიხაძემ, კახაბერ ფიფიამ, ბროლისა წულაიამ, ია ჯიჭონაიამ და სხვებმა.
კონფერენციის
მუშაობაში ჩართული იყვნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმ.
ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის
სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტები. მუშაობდა 4 სექცია: ისტორია და საზოგადოებრივი მეცნიერებები, მულტიკულტურული
და ინტერკულტურული განათლება, განათლების მეცნიერებანი, სწავლების მეთოდები. სულ
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 46 სტუდენტი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის
სხვადასხვა პროგრამებიდან. მრავალფეროვანი იყო წაკითხული მოხსენებებისა და პრეზენტაციების სპექტრი, რომელსაც ფართო
დისკუსია, მსჯელობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ახლდა. კონფერენციის შეჯამებისას
აღინიშნა სტუდენტთა მისწრაფება და მაღალი
მოტივაცია სამეცნიერო-კვლევა-ძიებისა და სიახლეების გაცნობისადმი.
კონფერენციის
ორგანიზატორები იყვნენ: სსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი, განათლების
მეცნიერებათა ფაკულტეტი, მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების
ცენტრი.