-
თემები:
განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა
-
მასპინძელი:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მდებარეობა:
ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186
-
დაწყების თარიღი:
2017-04-05
-
დაწყების დრო:
15:00 საათი
-
გაზიარება:
- ამობეჭდვა
პოლონეთის ახალი ელჩის სამუშაო ვიზიტი სსუ-ში
2017 წლის 5 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი მარიუშ მაჟკიევიჩი. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო. საპატიო სტუმარს შეხვდა საგარეო ურთიერთობათა და კულტურათაშორისი კავშირების სამსახურის უფროსი, პროფ. ინდირა ძაგანია, რომელმაც ბ-ნ ელჩს გააცნო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია, აწმყო; ესაუბრა ბოლო წლებში პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებთან დამყარებული ურთიერთობების, ერთობლივად განხორციელებული პროექტების შესახებ. ბ-ნმა მარიუშმა გამოხატა დაინტერესება უკვე არსებული კავშირების გაღრმავებით, პოლონური ენის სწავლების გაგრძელებით, ახალი პროექტების განხორციელებით. სტუმარმა დაათვალიერა პოლონური ენისა და კულტურის ცენტრი, პოლონური კულტურის კუთხე ბიბლიოთეკაში.
ბ-ნი ელჩის პატივსაცემად ქართული ხალხური სიმღერების პოპური შეასრულა უნივერსიტეტის ანსამბლმა (ხელმძღვანელი - ქ. წიკლაური), რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.