-
თემები:
განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა
-
მასპინძელი:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მდებარეობა:
ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186
-
დაწყების თარიღი:
2017-06-25
-
დაწყების დრო:
15:00 საათი
-
გაზიარება:
- ამობეჭდვა
საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებაზე საქართველო - აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი სამეცნიერო კონფერენციით აღინიშნა
2017 წლის 24 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების აკადემიური პერსონალისა და მოწვეული პროფესორების საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გახსნა საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა პროფ. ომარ არდაშელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების სამეცნიერო აქტივობები მიმდინარე წელს ეძღვნება საქართველოსა და აშშ-ს, საქართველოსა და თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს. ჩვენი მიმართულება, ფაკულტეტზე დაინტერესებულ აკადემიურ პერსონალთან და სხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს.
კონფერენციაზე მოხსენებებში განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ტრამპის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკური ვექტორი (გურამ მარხულია), აშშ და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი (ომარ არდაშელია), გეოპოლიტიკური ცვლილებები სამხრეთ კავკასიაში 2016 წელს (მერი გაბედავა), რბილი ძალა საერთაშორისო ურთიერთობებში (გვანცა აბდალაძე).
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ სტუდენტები და ფაკულტეტის სხვა აკადემიური პერსონალი. დასასრულს, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების წარმომადგენლებმა შეიმუშავეს მიმდინარე წლის ღონისძიებების გეგმა, რომელიც აღნიშნულ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავს ეძღვნება.