-
თემები:
განათლება, მობილობა, სწავლა, კვლევა
-
მასპინძელი:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
მდებარეობა:
ანა პოლიტკოვსკაიას ქ N61, 0186
-
დაწყების თარიღი:
2017-04-29
-
დაწყების დრო:
15:00 საათი
-
გაზიარება:
- ამობეჭდვა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის Erasmus + საერთაშორისო პროექტის ფარგლებში ტრენინგები ჩატარდა
2017 წლის 25 - 28 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის Erasmus + -ის ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის DARE - ს (უმაღლეს განათლების ხელმისაწვდომობაზე პროგრამების შემუშავება ადამიანთა დაუცველი ჯგუფების და რეგიონებისათვის) ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი ითვალისწინებდა ადმინისტრაციული, აკადემიური და სტუდენტური ჯგუფებისათვის სხვადასხვა აქტივობებს ეროვნულ უმცირესობათა ჯგუფებისათვის უმაღლესი განათლების ხელშემწყობის მიზნით.
ტრენინგს ხელმძღვანელობდნენ DARE- ს პროექტის წევრი ევროპული წვდომის ქსელის (დიდი ბრიტანეთი) აღმასრულებელი მდივანი მე ფუნგ ლი (როეჰემპტონის უნივერსიტეტი) და ამავე ორგანიზაციის წევრი ტრისია ჯენკინსი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ტრენერებს მხარდაჭერას უწევდნენ ასოც. პროფესორი თამარ შინჯიაშვილი, ასისტ. პროფესორი ინგა მორგოშია და მარიამ ჩეგიანი.
ტრენინგებში ჩართული იყო განათლების ფაკულტეტის ადმინისტრაციის მთელი შემადგენლობა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურებისა და რეგისტრაციის სამსახური, აკადმიური პერსონალი და სტუდენტები.