სიახლეები

მემორანდუმი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან

სსიპ – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია პარტნიორობის განვითარება და განმტკიცება, ორმხრივი დაინტერესების გაღრმავება სასწავლო-სამეცნიერო სფეროში, ახალგაზრდებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების უზრუნველყოფა და სამეცნიერო საქმიანობის მხარდაჭერა, მათ შორის - საგრანტო პროექტების ფარგლებში. 

მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი გადამზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა გვანცა ვარამაშვილმა და მეორე მხრივ სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა. 

ფოტო გალერეა