სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა II საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია - „ბუნებისმეტყველება, ჯანმრთელობა და სპორტი“
2025-12-25
0 ნახვა
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ორგანიზებით ჩატარდა II საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდური კონფერენცია - „ბუნებისმეტყველება, ჯანმრთელობა და სპორტი“.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო მოხსენებები ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ სპორტში, გეოგრაფიის თანამედროვე თეორიებზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლის ბუნებრივ და ანთროპოგენურ პროცესებზე, ასევე ბიოლოგიისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების აქტუალურ კვლევებზე.
ღონისძიება ჩატარდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტზე.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც ქართველი, ასევე, კიდევ 9 ქვეყნის უცხოელი მეცნიერები (გერმანია, უკრაინა, ინდოეთი, იტალია, საბერძნეთი, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი). სულ წარმოდგენილი იყო 52 მოხსენება, მათ შორის 14 -
უცხოელი მეცნიერების მიერ. წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები უახლოეს პერიოდში დაიბეჭდება და გამოიცემა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით.
კონფერენცია, 22-23 დეკემბერს, ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობდა.