2026 წლის 7
ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენციაზე „მშვიდობა და კონფლიქტის
მოგვარება: ევროკავშირის გამოწვევები
და მათი გავლენა საქართველოზე“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ტარდება ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს მოდულის „მშვიდობის ქართული პარადიგმა და მშვიდობის მშენებლობა ევროკავშირში“ ფარგლებში (N101175481 ERASMUS-JMO-2024-MODULE-EUPEACE).
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
როგორც სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისე სხვა უმაღლესი სასწავლებლების მეცნიერ-მკვლევარებს,
აკადემიურ პერსონალს, დოქტორანტებს, აგრეთვე საზოგადოების ფართო წრის
წარმომადგენლებს, ექსპერტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ევროკავშირის
პოლიტიკის, მშვიდობის მშენებლობის, კონფლიქტის მოგვარებისა
და ზოგადად, ევროინტეგრაციის საკითხებით. სამეცნიერო კონფერენცია ხელს უწყობს ამ
სფეროში გამოცდილების გაზიარებას, ახალი კვლევების ინიციირებას, აგრეთვე მშვიდობის
მშენებლობის ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.
კონფერენციის სამუშაო თემებია:
- უმაღლესი განათლების როლი მშვიდობის მშენებლობაში; უმაღლესი განათლება
და მდგრადი განვითარების მიზანი 16: მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი
ინსტიტუციები;
- ევროკავშირი როგორც მშვიდობის აქტორი;
- კონფლიქტები და სამშვიდობო პროცესები საქართველოში
(აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი);
- ევროკავშირის მიერ კონფლიქტის მართვა და
მედიაცია საქართველოში;
- ევროინტეგრაცია როგორც მშვიდობის
მშენებლობის პროექტი. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები: გამოწვევები და
შესაძლებლობები გლობალურ კონტექსტში; საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია,
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება, ევროკავშირი საქართველოსთვის.
წარმოდგენილი აბსტრაქტების კრებული ელექტრონული სახით განთავსდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდული ფორმატით.
სამეცნიერო კონფერენციაში „მშვიდობა და კონფლიქტის მოგვარება: ევროკავშირის გამოწვევები და მათი გავლენა საქართველოზე“ მონაწილეობა უფასოა. კონფერენციის მონაწილეებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაეგზავნებათ ელექტრონული სერტიფიკატი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
აბსტრაქტის გამოგზავნის ბოლო ვადა (ელ. ფოსტაზე jeanmonnet@sou.edu.ge): 20 ივნისი, 2026
აბსტრაქტის გამოქვეყნების შესახებ შეტყობინება: 29 ივნისი, 2026
სტატიების გამოგზავნის ბოლო ვადა (არასავალდებულო): 31 ივნისი, 2026
კონფერენციის ჩატარების თარიღი: 7 ოქტომბერი, 2026
აბსტრაქტის გაფორმების წესი:
სათაური: [Bold, Times New Roman, 12]; ავტორის სახელი, აკადემიური პოზიცია,
სამეცნიერო ხარისხი, უსდ/ორგანიზაცია, მეილი [Times New Roman, 11]; აბსტრაქტი [Bold, Times New Roman, 12, left]; სტრიქონებს შორის მანძილი 1,5 ინტერვალი; აბსტრაქტის მოცულობა 350-500
სიტყვა; თან ახლავს მინიმუმ სამი,
მაქსიმუმ 5 საკვანძო სიტყვა. აბსტრაქტის ტექსტი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ
ენებზე.
ნებისმიერი შეკითხვა ჟან მონეს კონფერენციასთან დაკავშირებით, გთხოვთ გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: jeanmonnet@sou.edu.ge
