იაპონიაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა
2026 წლის მარტის დასაწყისში იაპონიაში, კანსაის უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებულში „Kansai University Review of Law and Politics“ (№47, March, 2026) გამოქვეყნდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელის ედიშერ ფუტკარაძის სამეცნიერო ნაშრომი – „Certain Issues of the Correlation between International Criminal Law and National, Domestic Criminal Law.“
ნაშრომი ასევე ხელმისაწვდომია ონლაინ: https://kansai-u.repo.nii.ac.jp/search?search_type=2&q=1772153475018
აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეექვსე სამეცნიერო ნაშრომია, რომელიც პროფესორ ედიშერ ფუტკარაძეს იაპონიაში გამოუქვეყნებია. მათ შორის, ერთ-ერთი ნაშრომი იაპონურ ენაზეც ითარგმნა და გამოიცა.
