სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეა ჯუღელმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს ჯაბა სამუშიასთან, სხვადასხვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელებთან და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო.
ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, რექტორი თეა ჯუღელი დაესწრო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიებებს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერები და მკვლევრები.
