სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის
ფაკულტეტზე, ქიმიის მიმართულებით ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავი
ზღვის ლურჯი განვითარება“.
ISC BS-2026 ჩატარდება შოთა რუსთაველის
ეროვნული სამეცნიერო ფონდის “შავი ზღვის სანაპიროსა და საკურორტო რეგიონის დაბინძურების
შემცირების ტექნოლოგიური მეთოდები” პროექტის (Project
N BS-24-365) ფარგლებში.
საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენციაში „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“ მონაწილეობას მიიღებენ შავი ზღვის აუზის ქვეყნების ქართველი და უცხოელი
მეცნიერ-მკვლევარები, ასევე ,პროექტის მიმდინარეობაში ჩართული ბულგარეთის გეოგრაფიის,
ოკეანოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური
Ø შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა
Ecological state of the Black Sea
Ø შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემა
Black Sea biodiversity and ecosystem
Ø შავი ზღვისა და
სანაპიროს დაბინძურების შემცირების მცირენარჩენიანი, მაღალპროდუქციული ინოვაციური
ტექნოლოგიები
Low-waste,
high-productivity innovative technologies for reducing pollution of the Black
Sea and its coast
Ø სურსათის და გარემოს
დაცვითი საკითხები
Food and environmental issues
დეტალური ინფორმაცია ISC BS-2026 - ის შესახებ შესაძლებელია
იხილოთ, სსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის
ფაკულტეტის გვერდეზე
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“
მასალები
აისახება ISC BS-2026 - ის თეზისების კრებულში.
კონფერენციის კრებული გამოქვეყნდება როგორც ელექტრონულად, ისე წიგნის
სახით.
თეზისების
წარდგენა
(ENG):
Ø ზეპირი მოხსენებისთვის;
Ø პოსტერისათვის.
თეზისების
გაფორმება (ENG):
სათაური: ზომა 14 (Bold)
ფონტი: Times
New Roman, შრიფტის ზომა:
11.
მანძილი სტრიქონებს შორის: 1.15; მარცხენა,
მარჯვენა, ზედა და ქვედა არეები: 20 მმ
თეზისის მოცულობა: 1-2 გვერდი. არანაკლები 250 სიტყვისა.
თეზისებს განიხილავს კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს 2 წევრი.
თეზისების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის15 ივნისი
პოსტერის ზომები: 100/70
მნიშვნელოვანი
თარიღები:
Ø 15 ივნისი – თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა (Deadline);
Ø 25 ივნისი – შეტყობინების გაგზავნა მონაწილეებისათვის თეზისების მიღების ან უარყოფის
შესახებ.
თეზისების გაგზავნა
შესაძლებელია:
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „შავი ზღვის ლურჯი განვითარება“
საორგანიზაციო კომიტეტის ელ. მისამართებზე:
n.mikaya@sou.edu.ge
აბსტრაქტის გაფორმების დეტალური ინსტრუქცია იხილეთ თანდართულ ფაილში (sample abstract).
