სიახლეები

ცხადდება მიღება  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამებზე!

 

1.     ცხადდება  მიღება 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სოხუმის სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტეტის ქვემოთ ჩამოთვლილ სადოქტორო პროგრამებზე:

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

    

       სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი

მისაღები  კონტინგენტი

წლიური   გადასახადი (ლარში)

ბიზნესის ადმინისტრირება

აკრედიტირებულია 22.01.2023-მდე

5

2250

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი

სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი

მისაღები  კონტინგენტი

წლიური   გადასახადი (ლარში)

მყარი სხეულების ფიზიკა

აკრედიტირებულია 25.04.2025-მდე

3

2250

მიკრობიოლოგია

აკრედიტირებულია 4.05.2024-მდე

3

2250

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

სადოქტორო პროგრამების ჩამონათვალი

მისაღები  კონტინგენტი

წლიური   გადასახადი (ლარში)

არქეოლოგია

აკრედიტირებულია 18.05.2025-მდე

3

2250

საქართველოს ისტორია

აკრედიტირებულია 28.05.2026-მდე

5

2250

თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია

აკრედიტირებულია 04.04.2025            -მდე

5

2250

ქართველური ენათმეცნიერება

აკრედიტირებულია 30.04.2026-მდე

5

2250

 

სადოქტორო პროგ­რა­აზე ჩასარიცხად კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს:

·         შესაბამის სადოქტორო პროგრამაში გაწერილ წინაპირობებს (იხ. შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე);

·         უც­ხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) ცოდნას  B-2 დონეზე;

·         სპეციალობაში ჩატარდება გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან.

 

2.     დოქტორანტურაში სწავლის მსურველს შეუძლია ელექტრონულად დარეგისტრირდეს  მისთვის სასურველ პროგრამაზე და ატვირთოს საჭირო დოკუმენტაცია (იხ. სსუ-ს ვებგვერდზე - სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის)

სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ: დოქტორანტურაში მისაღების სარეგისტრაციო ფორმა.


              კონკურსანტმა უნდა შეავსოს/ატვირთოს დოკუმენტაცია ველებზე, რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

        
                        ·   გვარი, სახელი  - ქართულად და ინგლისურად (საპასპორტო მონაცემების მიხედვით);

·   პირადი ნომერი - პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასატვირთი ველით;

·   ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი ადგილი;

·         მაგისტრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დი­­­ლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (სსუ-ს კურსდამთავრებულთათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2022 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე დიპლომის გაცემის ბრძანების  მითითებით); ასატვირთი ველით;

·         ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (გაიცემა სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ: ალექსიძის ქ. №1); ასატვირთი ველით;

·         კონკურსანტის მიერ ჩასაბარებელი უცხო ენის მითითება;

·         უცხო ენის ცოდნის (B-2 დონეზე) დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);· გერმანული ენა - Goethe-Zertifikat B2 · ინგლისური ენა - CEFR B2 IELTS exam – 5 BEC exam and CELS exam – Vantage Cambridge exam – FCE Pitman ESOL Intermediate TOEIC – 541 TOEFL – 500 (paper-based) 173 (computer-based) 61 (internet-based) · ფრანგული ენა - Diplôme de Langue Française (DL) (AF) Diplôme d’ Etudes en Langue Française DELF/B2 (CIEP) - ასატვირთი ველით;

·         ორი ფერადი ფოტოსურათი (3X4) - ასატვირთი ველით;

·         წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში (სავალდებულოა ვაჟებისათვის) - ასატვირთი ველით;

·         იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  - ასატვირთი ველით;

·         სოციალურად დაუცველ პითა მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - ასატვირთი ველით;

·         უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში- ასატვირთი ველით;

·         სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს პროგრამა - ასატვირთი ველით;

·         სასურველი პროგრამის არჩევა და თანხმობის მიცემა (Submit).

3.       დოქტორანტურაში სწავლის მსურველ კონკურსანტს, ასევე, შეუძლია განცხადებით მიმართოს  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს (დანართი 2) და  წარმოადგინოს მეორე პუნქტში მითითებული დოკუმენტაცია სსუ-ს პირველ კორპუსში მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 61, ოთახი №204.

4.     2022-2023 სასწავლო წლის  სადოქტრო პროგრამებზე  მიღების ვადებად განისაზღვროს:

·         საბუთების მიღება ელექტრონულად ატვირთული ფორმით - 15 აგვისტოს 10.00 საათიდან 2 სექტემბრის 23.00 საათის ჩათვლით; საბუთების მიღება სსუ-ს                      პირველ კორპუსში -  29 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით (10.00 საათიდან 17.00 საათამდე);

·         გამოცდა უცხო ენაში – 9 სექტემბერი, 10.00 სა­­­თი, სსუ-ს საგამოცდო ცენტრი; მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 26; პირველი სართული;

·         გამოცდის შედეგები გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე 10 სექტემბერს არაუგვიანეს 10.00 საათისა;

·         გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 12 სექტემბერს 10.00 საათიდან - 14.00 საათამდე;

·         სააპელაციო კომისიასთან შეხვედრა - 12 სექტემბერს 14.30 საათიდან -16.00 საათამდე,  მისამართზე: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 61, ოთახი №204

·         აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 17.00 საათისა;

·         დარგობრივ კომისიებთან გასაუბრება სპეციალობაში - 13 სექტემბერს 10.00 საათზე (შესაბამის ფაკულტეტებზე);

·         დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები  - 13 სექტემბერს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 17.00 საათისა;

5.     კონკურსანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 14 - 24 სექტემბრის ჩათვლით, რაც გულისხმობს სწავლის სემესტრული საფასურის სრულ  გადახდას. თანხის გადახდა შესაძლებელია  ნებისმიერ ბანკში ხაზინის ერთიან ანგარიშზე (ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 709047289).  კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თანხის გადახდის ქვითარი (ასლი) სსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში (ანა პოლიტკოვსკაიას ქ. №61, ოთახი №204) ან გადმოაგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tpmd@sou.edu.ge

6.       დოქტორანტურაში ჩარიცხვის ბრძანება გამოქვეყნდეს არაუგვიანეს 2022 წლის 28 სექტემბრისა.

 

 

 

  დანართი 2

                                                                            სსიპ- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის

                                                               რექტორს, ბატონ ზურაბ ხონელიძეს

 

                                                   დოქტორანტობის კანდიდატის (გვარი, სახელი):

 

-----------------------------------------------------------              

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

სურვილი მაქვს, სწავლა გავაგრძელო სსიპ-სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში   (ქვემოთ შემოხაზულია ჩემთვის სასურველი სადოქტორო პროგრამა)

ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ü  ბიზნესის ადმინისტრირება (აკრედიტირებულია 22.01.2023 წლამდე)

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტი

ü  მყარი სხეულების ფიზიკა (აკრედიტირებულია 25.04.2025 წლამდე)

ü  მიკრობიოლოგია (აკრედიტირებულია 4.05.2024 წლამდე).

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ü  არქეოლოგია (აკრედიტირებულია 18.05.2025 წლამდე);

ü  საქართველოს ისტორია (აკრედიტირებულია 28.05.2026 წლამდე);

ü  თანამედროვე ქართული ლიტერატურა და ლიტერატურის თეორია (აკრედიტირებულია 04.04.2025 წლამდე);

ü  ქართველური ენათმეცნიერება (აკრედიტირებულია 30.04.2026 წლამდე).

 

გთხოვთ, განიხილოთ ჩემი საბუთები და დამიშვათ საკონკურსო გამოცდაზე

 

მიუთითეთ უცხო ენა, რომელსაც გამოცდაზე აბარებთ   ------------------------------------------

 

განმცხადებლის ხელმოწერა:

 

ტელეფონი, ელ-ფოსტა:

 

თარიღი:

 

 


ორ სადოქტორო პროგრამაზე (კომპიუტერული მეცნიერებები - აკრედიტირებულია 04.04.2022-მდე და გამოყენებითი მათემატიკა -აკრედიტირებულია 18.05.2022-მდე) მიღება გამოცხადდება მოგვიანებით, აკრედიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ.

 დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დოკუმენტების შემომტანი/გამომგზავნი პირი

 

 კონკურსანტები, რომლებიც წარმოადგენენ უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, თავისუფლდებიან უცხო ენის გამოცდიდან.

 კონკურსანტები, რომლებიც წარმოადგენენ უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, თავისუფლდებიან უცხო ენის გამოცდიდან.

ფოტო გალერეა