სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცხადდა რეგისტრაცია, 2017-2018 სასწავლო წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთათვის შემდეგ პროგრამებზე
- ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი
- სადაზღვევო აგენტი
- ვებ ინტერფეისის დეველოპერი
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებებისა და საჭირო თანდართული დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება 2017 წლის 4 ოქტომბრიდან, 15 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში,
მის: ა. პოლიტკოვსკაიას ქუჩა №61, ოთახი №209
კონკურსანტი ვალდებულია წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• პირადობის მოწმობა (ასლი);
• ატესტატის ან დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (მინიმუმ 9 კლასის ატესტატი);
• ორი ფოტოსურათი;
• დევნილის მოწმობა (იძულებით გადაადგილებულ პირთათვის)
• განცხადება
იხ. ბრძანება: № 15/01-08-0070