სიახლეები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2022 წლის 13-17 ივნისს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მათემატიკის, ტექნოლოგიებისა და ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენცია მიეძღვნა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის შექმნის 90- წლისთავს.

კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნესტან კეკელიამ, რომელმაც აღნიშნა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უნივერსიტეტი ახალგაზრდების ხელშეწყობას, მათი პროფესიული განვითარებისთვის ნიადაგის შექმნას. ისაუბრა კონფერენციის მიზანზე, როგორც ახალგაზრდებისათვის საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვისა და მათთვის ასპარეზის შექმნის ერთ-ერთ მცდელობაზე.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო თოფურიძე, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ლია ახალაძე, პროფესორები: ზაურ ლომთათიძე, თემურ ჩილაჩავა, მელორ ალფენიძე, ფარმაციის დოქტორი ირმა ცომაია.

იმუშავა მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა, ფარმაციის, ქიმიის, ბიოლოგიის, ეკოლოგიისა და გეოგრაფიის სექციებმა. კონფერენციის მუშაობაში ჩართულები იყვნენ ფაკულტეტის როგორც ბაკალავრიატის ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები.

მათემატიკისა და კომპიუტერულ ტექნოლოგიების I სექციაზე (ხელმძღვანელი პროფესორი ნანა გულუა) – 9, მათემატიკისა და კომპიუტერულ ტექნოლოგიების II სექციაზე (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ნესტან კეკელია) – 8, ფარმაციის სექციაზე – (ხელმძღვანელი ფარმაციის დოქტორი ირმა ცომაია) – 13, ეკოლოგიის სექციაზე (ხელმძღვანელი პროფესორი გულნარა ქარჩავა) – 8, ქიმიის სექციაზე (ხელმძღვანელი პროფესორი ზურაბ ფაჩულია) – 11, ბიოლოგიია სექციაზე (ხელმძღვანელი პროფესორი ზაურ ლომთათიძე) – 4, ხოლო გეოგრაფიის სექციაზე (ხელმძღვანელი პროფესორი მელორ ალფენიძე) – 6 მოხსენება გაკეთდა.

მოწვეულმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს სტუდენტთა აქტიურობა და ჩართულობა მსგავს კონფერენციებში და უსურვეს მათ შემდგომი წარმატებები სამეცნიერო მუშაობაში.

უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი და კონფერენციის მასალები დაიბეჭდება სტუდენტთა სამეცნიერო შრომების კრებულში.

 

ფოტო გალერეა