საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიას დაარსებიდან 25 წელი შეუსრულდა. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ მეოთხედსაუკუნოვანი იუბილე აკადემიის პრეზიდენტს ბატონ თეიმურაზ ბაბუნაშვილს მიულოცა:
„ღრმად პატივცემულო ბატონო თეიმურაზ,
გვაქვს პატივი, სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტის სახელით, მოგილოცოთ საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის
25 წლის იუბილე.
მეოთხედი საუკუნი ს
მანძილზე საქართველოს ბიზნესის
აკადემიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
ქართული ეკონომიკური აზრის, ეკონომიკური მეცნიერებების განვითარების თვალსაზრისით.
გულითადად გისურვებთ შემდგომ
სამეცნიერო და საზოგადოებრივ წარმატებას ჩვენი
სამშობლოს საკეთილდღეოდ. კიდევ
ერთხელ გიდასტურებთ მხარდაჭერასა
და პატივისცემას.“