სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
და ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოგესალმებათ და გილოცავთ ჩვენს უნივერსიტეტში ჩარიცხვას.
მოხარული ვართ, რომ თქვენი სახით კიდევ უფრო გაძლიერდება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთიანი ოჯახი!
გაცნობებთ, რომ სოხუმის ბაკალავრიატის საფეხურზე
ჩარიცხვის უფლება მოპოვებულთა რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა ამ წლის 18 სექტემბრის
17 საათამდე.
შეგახსენებთ, რომ რეგისტრაციისათვის თქვენს
მიერ წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
1.
პირადობის მოწმობა (ასლი);
2.
წვევამდელის მოწმობა (ასლი) ვაჟებისათვის;
3.
საშუალო განათლების დამადასტურებელი
მოწმობა (ნოტარიალურად დამოწმებული ატესტატის ასლი);
4.
სამი ფოტოსურათი (3X4) ელექტრონულ
ვერსიასთან ერთად;
5.
თანხის გადახდის ქვითარი (ასლი).
აბიტურიენტს თანხის გადახდა შეუძლია ნებისმიერ ბანკში:
საბანკო რეკვიზიტები:
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
მიმღების დასახელება:
ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო
კოდი: 7 0904 7289
შესაძლებელია, ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხვის უფლება მოპოვებულთა,
ნაწილი კოვიდ-პანდემიის გამო, საკარანტინო ზონასა ან თვითიზოლაციაში იმყოფებოდეს. მათ
ვთხოვთ, შესაბამისი განცხადებით მოგვმართონ ელექტრონულ მისამართზე: info@sou.edu.ge , ხოლო რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთები კი წარმოადგინონ
არა უგვიანეს ამა წლის 15 ოქტომბრისა.
დამატებითი ინფორმაციისა და კითხვებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ
შემდეგ ნომრებზე:
577 17 07 40 ; 2 54 14 26
გისურვებთ წარმატებებს და, შეგახსენებთ, რომ სწავლას ვიწყებთ ონლაინ-რეჟიმში
21 სექტემბერს!