სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენისა და შიდა მობილობის პროცესის ორგანიზებულად
წარმართვის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან
სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესის“ ბრძანების საფუძველზე ცხადდება
მობილობა.
·
სტატუსშეჩერებული სტუდენტების
აღდგენისა და შიდა მობილობის მსურველთა განაცხადებების
მიღება განხორციელდება 2020 წლის 27 იანვრიდან
14 თებერვლის ჩათვლით
ყოველდღე 1000 საათიდან 1700 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა), სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ა. პოლიტკოვსკაიას
ქუჩა №61, ოთახი №209;
·
აღდგენა/შიდა მობილობის
წესით ჩარიცხვის შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია გააფორმოს ხელშეკრულება უნივერსიტეტთან
და სემესტრული გადასახადის ფარგლებში გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია 2020 წლის 21 თებერვლის ჩათვლით;
·
ფაკულტეტის დეკანებმა უნდა უზრუნველყონ მოტივირებული დასკვნების მომზადება სტუდენტების მიერ
გავლილი უმაღლესი სასწავლო კურსების ცნობის შესახებ და წარმოადგინონ სასწავლო
პროცესის მართვის დეპარტამენტში 21 თებერვლის ჩათვლით;
·
სტუდენტების აღდგენის/შიდა
მობილობით ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოიცემა არა უგვიანეს 28
თებერვლისა.